ესპანეთში ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფება გაანეიტრალეს - დაკავებულია 25 ქართველი
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპარაცია მადრიდში და 25 დაკავებული ქართველი - ესპანელი სამართალდამცველები ერთდროულად 14 ბინაში შევიდნენ და მძარცველების დაჯგუფების წევრები ადგილზე დააკავეს. დაკავებულების სახლებიდან კი დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთებია ამოღებული, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ძვირფასი სამკაულები და ტექნიკა.
ესპანეთის ნაციონალური პოლიცია იუწყება, რომ განეიტრალებილია ტრანსაციონალური ჯგუფი, რომელიც მადრიდს დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდა.
სამართალდამცველები თვეები დასჭირდათ, რომ კრიმინალების კვალზე გასულიყვნენ. კარგად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც სწრაფად ახდენდა გადაწყობას და პოლიციისთვის კვალის არევას - ასე ახასიათებს ქართველ მძარცველებს ესპანური პოლიცია.
კრიმინალები ძირითადად იმ ბინებში შედიოდნენ, სადაც წინასწარ იცოდნენ, რომ პატრონები სახლში არ იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ დაჯგუფებას ქართველი კანონიერი ქურდი ხელმძღვანელობდა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენასაც ახლა ესპანური პოლიცია ცდილობს.
უფრო ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.