ხმაური თბილისის აეროპორტში - პოლიცია ელენე ხოშტარიას დაუპირისპირდა
დაპირისპირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა. პოლიტიკოსს, რომელიც პუტინის მოწინააღმდეგე ჟურნალისტისთვის საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებდა, პოლიციამ მგზავრების გამოსასვლელი დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
ხოშტარიას არც საპროტესტო ბანერების გაკვრის უფლება მისცეს, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რატომ ჩაუკეტეს საზღვარი რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს და რა რეაქცია მოჰყვა ელენე ხოშტარიას გამჩენას აეროპორტში ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.