ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება - თბილისის მერია

07.05.21 17:54
ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება - თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი - ნათქვამია განცხადებაში.