ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

07.05.21 18:02
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

8 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4324 ლარი ეღირება, შესაბამისად ლარი 1 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონაცემების თანახმად, 1 ევროს ფასი ხვალ 4.1450 ლარი იქნება, დღეს მისი ღირებულება 4.1474 ლარია.

დოლართან კურსის ცვლილებამ 0.0106, ხოლო ევროსთან - 0.0024 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები