რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ძლევამოსილებაა სწორედ ის, რის გამოცა დასავლეთი მასზე იერიშებს არ წყვეტს.
რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, - განაცხადა პუტინმა.