ქართველი მღვდლები ამერიკაში სამუშაოდ გარბიან - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

22.02.23 11:27
ქართველი მღვდლები ამერიკაში სამუშაოდ გარბიან - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

საქართველოდან მღვდლებიც  გარბიან. ათობით სასულიერო პირი ამერიკაში მექსიკის საზღვრის გავლით გადაიპარა. ნიკარაგუა, გუატემალა, ტიხუანა, სამხერთ ამერიკის ქვეყნები და ე.წ. ჯუნგლების გზა სასულიერო პირებმა სიცოცხლის რისკის ფასად გაიარეს. ნაწილმა ქვეყანა შუამავლების  დახმარებით დატოვა, ნაწილი კი დამოუკიდებლად წავიდა.

არის ძალიან ბევრი, ათზე მეტი და შეიძლება ითქვას, ათეულებიც, თვითონ საპატრიარქო ამას არ იტყვის არასდროს. ისინი არიან როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ა.შ. მარტო ამერიკაში არ გადიან ქართველი მღვდლები სამუშაოდ და საარსებო წყაროს საპოვნელად. გარბიან ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანია, პოლონეთი და ა.შ და ეს ათობით და შეიძლება, ასობით მღვდელი დღეს არალეგალური მუშაობით თავს ირჩენს და ცდილობენ გადარჩნენ თვითონ და თავიანთი ოჯახებიც. ეპისკოპოსები არიან დიდ სიმდიდრეში და ჩვენ ვხედავთ ტელევიზიიდან თუ ცხადში, ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ სამღვდელოების მეორე ნაწილი, ვიტყოდი, ნახევარზე მეტი არის დიდ გაჭირვებაში, განსაკუთრებით ისეთი სამღვდელოება, რომელიც თბილისის გარეთაა, - აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ის, რომ სასულიერო პირები ქვეყნიდან გარბიან, ეპარქიის მმართველის, საბა ინწკირველის დოკუმენტიც ადასტურებს. მეუფემ აღნიშნულ დოკუმენტს ამერიკის ტერიტორიაზე ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უგზავნის და მათ გაქცეული მღვდლების იდენტიფიცრებას სთხოვს. 

მეუფე საბას მღვდლები იძულებულები არიან პარალელურად იმუშავონ და ,ძირითადად, ისინი არიან ტრაილერის მძღოლები, მაგრამ სხვა მღვდლები, ვინც თბილისიდან და  სხვა ეპარქიებიდან გარბიან და გარბიან არა როგორც ქართული ეპარქიის მღვდლები ამერიკაში, არამედ როგორც არალეგალურად შესულები, რომლებიც იქ მუშაობენ, პარალელურად, უნდოდათ, რომ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვაში მონაწილეობა მიეღოთ, რასაც ცდილობს მეუფე საბა დაბლოკოს და აფრთხილებს თავის კოლეგებს, უცხოელ ეპისკოპოსებსა და ამერიკაში მოღვაწე ეპისკოპოსებს, არაქართველებს, რომ გააგებინოს მათ ყველას შესახებ, სახელით, გვარით, ადგილსამყოფელით, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

მსგავსი სიახლეები