"წყალი ჩამოდის, ლოდები ცვივა" - ჯვრის მონასტერში საგანგაშო ვითარებაა

22.02.23 12:38
"წყალი ჩამოდის, ლოდები ცვივა"  - ჯვრის მონასტერში საგანგაშო ვითარებაა

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, გელათის მსგავსად საგანგაში ვითარებაა ჯვრის მონასტერშიც. ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ტაძარში წყალი ჩადის, ეტყობა ვანდალიზმის ფაქტები, კედლებზე კი რუსული წარწერებია. 

ლევან ხებეიშვილი ჯვრის მონასტერში არსებული მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს აკისრებს და ტაძრის რაებილიტაციისთვის დახმარებას სთავაზობს. 

ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და რუსული წარწერებია გაჩენილი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და პირველ რიგში, ეს ეხება ჩემდა სამწუხაროდ ჯალათიას, რომელიც არის მინისტრი და რომელსაც ვთავაზოვ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას, - ლევან ხაბეიშვილი.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მდივნის, პეტრე ცისკარიშივილის განცხადებით, ჯვრის მონასტერში გელათზე არანაკლებად მძიმე ვითარებაა და იმის გამო რომ წულუკიანმა შური იძიოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პრობლემაზე რეაგირება არ ხდება. 

უსამშობლო ქოცები გელათს ხომ ანგრევენ, ახლა ჩვენ მოვედით ჯვრის მონასტერთან, სადაც არანაკლები უბედურება ხდება, ჩვენ ვიყავით, დავათვალიერეთ შიგნიდან, გარედან, წყალი ჩამოდის, ლოდები ცვივა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ თანხებმა უნდა გამოიაროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ასევე გელათის საკითხში იყვნენ ჩართულნი და ამხილეს წულუკიანი და კულტურის სამინისტრო და ქოცები უმოქმედობაში, ამიტომ შურს იძიებს ამ ადამიანებზე და არ ახარჯვინებს თანხას,- პეტრე ცისკარიშვილი.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, ბიუჯეტის ჯინიანი, უაზრო გაჩერების გამო ჯვარი ისჯება და მოითხოვენ, დაიწყოს საკონსერვაციო პროცესი. 

ზამთარია, ჩანს ყველა ღია ჭრილობა მცხეთის ჯვარზე რაც არის, ვხედავთ, რომ ფასადები სველია, ვხედავთ, რომ ეს გაშრევებულია ძველი მეექვსე საუკუნის ქვები. ეროზიის ძალიან ცუდი პროცესი გაგრძელდება, ამიტომ სამინისტრომ უნდა გადახედოს, რადგან ეს არის უაზრო, ჯინიანი გაჩერება ამ ბიუჯეტის და ჯვარი ისჯება იმიტომ, რომ წულუკიანს თავისი იდეები აქვს ამასთან დაკავშირებით და ჯვარი არ უნდა ისჯებოდეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დროზე დაიწყოს საკონსერვაციო პროცესი, რადგან ვხედავთ, რომ მდგომარეობა მძიმეა,- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები