დასუსტებულია, ტენდენცია არის დამძიმებისკენ, სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული - სააკაშვილის ექიმი

22.02.23 12:38
დასუსტებულია, ტენდენცია არის დამძიმებისკენ, სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული - სააკაშვილის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. 

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი და მისი კვება, რჩება არაბალანსირებული. 

"დღეისთვის არის ძალიან, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, 20 რიცხვისთვის წონა იყო 67.200 კგ სხეულის მასის ინდექსი იყო 18.2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, მეტი წილი კი არა, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარე მდგომარეობაშია, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება, ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ნამდვილად. თუნდაც პირღებინება, ან გულისრევა, ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს", - თქვა თამარ დავარაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები