ქმარი თავში წიხლებს გამეტებით მირტყამდა, მეუბნებოდა მოგკლავო - 29 წლის ქალის უმძიმესი ისტორია

07.05.21 21:25
ქმარი თავში წიხლებს გამეტებით მირტყამდა, მეუბნებოდა მოგკლავო - 29 წლის ქალის უმძიმესი  ისტორია

29 წლის ქალის სულისშემძვრელი ისტორია - ახალგაზრდა "ტვ პირველთან" ყვება, რომ ქმარი მას სამი წლის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა:  მცირეწლოვანი შვილის წინ, ამცირებდა, თავში ურტყამდა და კედელს ანარცხებდა. 

დაზარალებული "პირველებთან" ჰყვება, რომ მას წლების განმავლობაში სახლიდან გასვლა და ახლობლებთან კომუნიკაციაც კი აკრძალული ჰქონდა. 

სახლში მკეტავდა, გასაღები კი თან მიჰქონდა. ტელეფონიც კი არ მქონდა. მეუბნებოდა, მე მოგკლავ ან შენ თვითონ მოკვდი, თავი მოიკალიო"- აცხადებს ძალადობის მსხვერპლი. 

მისი თქმით, მოძალადე ქმარი მას ძირითადად თავის არეში ურტყამდა. 

თავში ან რაღაცას მარტყამდა, ან თავს მარტყმევინებდა კედლელზე. წიხლს ნეკნებშიც მირტყამდა"- უთხრა "პირველებს" დაზარალებულმა. 

მოძალადე მამაკაცი, ერთი თვეა დაკავებულია, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ელოდება, თუმცა ქალმა არ იცის, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, როცა მისი ქმარი საპყრობილეს დატოვებს.