კობახიძე ალიბს იკეთებს, "ვივა მედი" ცდილობს თავი გადაირჩინოს - გიული ალასანია

22.02.23 15:23
კობახიძე ალიბს იკეთებს, "ვივა მედი" ცდილობს თავი გადაირჩინოს - გიული ალასანია

გიული ალასანია "ვივა მედში" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ კლინიკა პასუხისმგებლობას გაურბის, რადგან მათ გათავისებული აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

"ჩემთვის ძალიან საგანგაშოა ის, რაც დღე მოეწყო. იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმები დარწმუნდნენ, რომ მისი მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა და ყოველ წუთას შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. 

ამიტომ კლინიკა ცდილობს, რომ გადაირჩინოს თავი, რომ მათ არ დაბრლადეთ რარაც. სხვათაშორის, ჩვენ ბატონი ზურაბისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ეს არ შველის", - ამბობს ალასანია

რაც შეეხება კობახიძის განცახდებას, სააკაშვილის დედის თქმით, "ოცნების" თავმჯდომარე ერთგვარ ალიბს იკეთებს იმისთვის, რადგან იციან, რომ საქმე აუცილებლად ევროსასამართლოში წავა, სადაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დაუყონებლივ ზომას მიიღებს.

"ალიბს იკეთებენ ევროსასამართლოს წინ. ალბათ ფიქრობენ, რომ ოფიციალურ ინსტანციებში ამ საქმეს აუცილებლად მიეცემა მსვლელობა", - ამბობს ალასანია.

ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებული  და ღირსებისგან დაცლილი უწოდება.

"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა კი დღეს თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჩხაიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ამაში ხელს არ უწყობთ.

მსგავსი სიახლეები