უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალმა, რომელიც გააუპატიურეს, თავი მოიკლა

07.05.21 22:29
უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალმა, რომელიც გააუპატიურეს, თავი მოიკლა

უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალი, რომელიც გააუპატიურეს, მერვე სართულიდან გადახტა. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. ბრალდებულს, რომელიც მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, შოთაძის უწყებამ პროკურატურამ  გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე  ბრალდება უკვე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს,  თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად,  მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებენ უწყებაში. 

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.