სააკაშვილის ისტორია დაგვიმალეს - კონსილიუმის ექიმები "ვივა მედს" პასუხობენ
სახალხო დამცველის კონსილიურმის ექიმები ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ემაურებიან და ამბობენ, რომ თავად "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა არ დაახვედრა მათ სააკაშვილის ისტორია და ექიმი, რომელიც მედიკოსებს დახვდა, მას არ ჰქონდა წვდომა ისტორიაზე, ამიტომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერ გაეცნენ მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიას.
ამასთან, კონსილიუმის ექიმები მკაფიოდ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებელი არის კლინიკა "ვივა მედი" და ამასთან ერთად, "ოცნების" თავის მართლება, რომ ოჯახს არ მიაქვს მესამე პრეზიდენტისთვის საკვები, მიუღებელია, რადგან მედიკოსების თქმით, ოჯახის ვალდებული არ არის პატიმარს აჭამოს.
ჩვენ წინასწარ გვაცნობს ომბუდსმენი, მერე მივდივართ და უნდა დაგვახვედრონ. მორიგე ექიმმა წვდომა არ გვაქვსო და არ მოგვცეს ისტორია. არ გავეცანით კი არა ვერ გავეცანით. კლინიკამ უნდა დაგვახვედროს წესით. ბატონი ზურა ჩხაიძე აქამდე მობრძანდა დეკემბერში და თვითონ გვაჩვენა ისტორია და ახლა არ მოვიდა არავინ და რა ძალა გვაქვს. ზურაბ ჩხაიძის აზრია, რომ შეიძლება პაციენტის ბრალი იყოს, შეიძლება მთავრობის, რო პაცინეტი არ ჭამს, მაგრამ პაციენტზე პასუხისმგებლობას კლინიკა ვერ მოიხსნის. არ არის ოჯახი ვალდებული, რომ პატიმარს აჭამოს, თუნდაც რომ მიჰქონდეთ, ამიტომ მაგ მხრივაც ვერ აიცილებს კლინიკა პასუხისმგებლობას და ვერც პენიტენციური.
ჭამს თუ არა ჭამს მიხეილ სააკაშვილი, ამის თქმა არ შემიძლია, მთავარია რომ ანორექსიის კლინიკური გამოვლინებაა და გართულება მოსალოდნელია, რომ იყოს", - ამბობს ექიმი თენგიზ წულაძე.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებმა არ ნახეს უახლესი კვლევების შედეგები, არც ანალიზები, არ გაითვალისწინეს მკურნალი ექიმის აზრი.