რითი იკვებება მიხეილ სააკაშვილი - გიული ალასანიას პასუხი "ვივა მედს" (ვიდეო)

22.02.23 17:15
რითი იკვებება მიხეილ სააკაშვილი - გიული ალასანიას პასუხი "ვივა მედს" (ვიდეო)

დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რამდენიმე წუთის წინ კლინიკა "ვივა მედში" მივიდა და მედიის წარმომადგენლებს აჩვენა ის საკვები, რომელიც პაციენტს მიუტანა. 

მიტანილ საკვებს შორის არის ბულიონი, ნამდვხავირ, ხილი, შოკოლადები და ბოსტნეული.

როგორც ალასანია აცხადებს, ყოველდღე მრავალფეროვანია იმ საკვების დასახელება, რომელიც მას შვილთან მიაქვს და ბრალდებები, რომელიც ისმის მისი მისამართით, უსაფუძვლოა. 

დღეს "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ოჯახს მიხეილ სააკაშვილისთის საკმარისი კალორაჟის საკვები არ მიაქვთ. 

ამაზე საუბრობდა თავად "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

 

 

 

მსგავსი სიახლეები