ბადრი ესებუა ვერც ერთმა მძევალმა ვერ ამოიცნო - პროკურატურა ჩიხშია

22.02.23 17:29
ბადრი ესებუა ვერც ერთმა მძევალმა ვერ ამოიცნო - პროკურატურა ჩიხშია

პროკურტურის მიერ ზუგდიდის სასამართლოში მიყვანილი მოწმეები ჩვენებას ბადრი ესებუას წინააღდმეგ არ აძლევენ. ექვსი მძველიდან ვინც ბანკზე განხორციელებული თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდა, ესებუა ვერც ერთმა ამოიცნო.

ახლა პროკურატურისთვის მთავარ მტკიცებულებად ხმის ექსპერტიზა რჩება, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა ჩატარდეს. 

ამ ექსპერტიზის პროცესში ბადრი ესებუას ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვასაც ითხოვდნენ, თუმცა დაცვის მხარეს მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


 

მსგავსი სიახლეები