"ღორივით დაგაგდებ, გესვრი ჩერერზ ბავშვი"- ვინ არიან ნარკობარონები გელათიდან (უმძიმესი აუდიოჩანაწერები)
ნარკობარონები გელათიდან - უმძიმესი აუდიოჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ უსწორდებიან და ემუქრებიან ნარკორეალიზატორს, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა და ბოსებს მარიხუანის გაყიდვიდან მიღებული ფული დროულად ვერ გადაუხადა.
ნარკოტიკების გამსაღებელს ფიზიკურად უსწორდებიან, შვილების მკვლელობით და წამებით ემუქრებიან. ეს იმ შემთხვევაში თუ ორ კვირაში კუთვნილ თანხას არ მიიღებენ.
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისა და ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. სპეცოპერაცია სოფელ გელათში ჩატარდა, სადაც დაკავებულებს მარიხუანას პლანტაციები ქონდათ. ნარკოტიკის რეალიზაციას კი სხვებს აიძულებდნენ. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა მათი სახლებიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. ოთხივე წარსულში ნასამართლევია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.