73 მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო - ხიდი ადიდებულმა რიონმა დაანგრია
73 მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო - სამტრედია გრიგოლეთის გზის დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა რიონმა დაანგრია. მდინარემ ჯერ არ გახსნილი ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დააზიანა, რამაც კონტრუქციის ერთი ნაწილი ჩამოშლა. ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.
ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად ხარისხიანი იყო შესრულებული სამუშაოები, რომელმაც პირველივე წყალმოვარდნას ვერ გაუძლო. ფაქტია, რომ მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზე იყო, თუმცა ხიდის მდგრადობის შემოწმება მხოლოდ მისი ჩამონგრევის შემდეგ დაიწყება.
ჩანგრეული ხიდი სამტრედიაში - ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟი