"თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა" - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

23.02.23 15:02
"თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა" - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, დაკავებული თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა

პოლიციამ დაადგინა, რომ ის პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მოქმედებდა - თაღლითურად მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.

დაკავებულ ქართველს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

მსგავსი სიახლეები