ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ
ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ - ინფორმაციას "ტვ 25" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო. მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.