ახალქალაქის სოფელ ოლავერდში გოგო ქორწინების მიზნით მოიტაცეს

23.02.23 15:18
ახალქალაქის სოფელ ოლავერდში გოგო ქორწინების მიზნით მოიტაცეს

Jnews- ის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, გოგო მოიტაცეს

გამოცემა წერს, რომ გოგო ქორწინების მიზნით მოიტაცეს. მომხდარზე პოლიციას გოგოს ახლობელმა შეატყობინა.

შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 143–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც  წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7–დან 10 წლამდე

მსგავსი სიახლეები