წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი და შტორმი- ამინდი გაუარესდება

08.05.21 12:36
წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი და შტორმი- ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები