ვაკის პარკის შადრევნის საქმე - ცხრავე დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

23.02.23 18:56
ვაკის პარკის შადრევნის საქმე -  ცხრავე დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედია -  ცხრავე დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, ნაწილი მათგანი სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.

დაკავებული 9 პირიდან წარდგენილ ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს, მათ შორის არც „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე - „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა მან დღეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

მსგავსი სიახლეები