იძალადა თუ არა დედამ 2 წლის შვილზე? - მცირეწლოვანი თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსში" გადმოჰყავთ

23.02.23 19:00
იძალადა თუ არა დედამ 2 წლის შვილზე? - მცირეწლოვანი თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსში" გადმოჰყავთ

იძალადა თუ არა დედამ 2 წლის შვილზე? - ამ წუთებში, "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმები  2 წლის ბავშვის მისაღებად ემზადებიან. მძიმე დაზიანებებით ის გურჯაანიდან გადმოყავთ.

მოზარდს სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება. აქვს ძლიერი  მუცლის ტკივილი. ადგილობრივმა მედიკოსებმა მისი საწრაფოდ თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბავშვის ბებიის მონათხრობით მოზარდს დედა ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა რა ვითარებაში მიიღო ბავშვმა ეს კონკრეტული დაზიანებები უკვე გამოძიებამ უნდა დადდგინოს.

ბოლო ინფორმაციას კლინიკიდან, სადაც 2 წლის ბავშვი მიჰყავთ, ლიზა ლასარეიშვილი 8 საათზე მოგვაწვდის.

მსგავსი სიახლეები