სხვა მამაკაციც ძალადობდა - ახალი დეტალები გარდაცვლილი ქალის საქმეში

08.05.21 13:05
სხვა მამაკაციც ძალადობდა - ახალი დეტალები გარდაცვლილი ქალის საქმეში

თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.გოგონას ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმეში დაკავებულის გარდა სხვა მამაკაციც იყო ჩართული. 

ამ საქმეში მარტო ბესო თოდუას პასუხისმგებლობა არ იკვეთება.ეს კაცი იყო ჩემი დის თანამშრომელი, რომელიც როგორც ვიცი. საცხოვრებლით უზრუნველყოფდა. როგორც ვიცი მარტო არ ყოფილან  მათთან ერთად იყო მათი თანამშრომელი, რომლითაც გამოძიება ჯერ არ დაინტერესებულა, საქმეშია ასევე ჩემი ნათესავი მურად მერბეგოვ ახმედოვი, რომელმაც ჩემი და საქართველოში ჩამოიყვანა და იძალადა მასზე, ამ შემთხევის შემდეგ კი დატოვა საქართველო და ახლა ყაზახეთში იმყოფება", - ამბობს გარდაცვლილის და "პირველებთან" საუბარში.

გოგონაზე ძალადობის ფაქტს ადასტურებენ მეზობლებიც, თუმცა უშუალოდ შემთხვევას არ შესწრებიან.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასელ აიპაევამ მეგობარს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც ის ყვებოდა როგორ ძალადობდნენ მასზე. ყაზახი გოგონა გარდაცვლილი კორპუსის ეზოში იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ მან თავი მოიკლა ან მე-8 სართულიდან გადმოაგდეს.

პროკურატურამ  გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე  ბრალდება ბესო თოდუას წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები