30 წლის დედას 2 წლის შვილის მიმართ სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებენ - ბავშვი "ჯეო ჰოსპიტალსში" შეიყვანეს
30 წლის დედას 2 წლის შვილის მიმართ სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებენ. სხეულზე მრავლობითი დამწვრობებითა და ჩაქცევებით ბავშვი გურჯაანიდან თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსში", ამ წუთებში შეიყვანეს მცირეწლოვანს დამწვარი აქვს მუცელი და კიდურები. ბებია ამტკიცებს,რომ 2 წლის შვილზე სისტემატიურად ძალადობდა დედა.
სცემდა, კბენდა და იატაკზე აგდებდა - უყვება ჟურნალისტებს დაზარალებული ბავშვის ბებია.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის დროს ბავშვს მუცელზე სიგარეტის დამწვრობის კვალი და სავარაუდო ძალადობისგან სახე ჰქონდა შეშუპებული.
დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე. დამწვარი არის. მე არ დამინახავს რომ სცემა, მაგრამ თვითონ აღიარა რომ ჩემგან არის ესენი ნატკენებიო. ნაკბენები ჰქონდა, იატაკზე ახეთქებდა ისე სცემდა. რომ დატოვეს ბავშვი, სულ გაშავებული იყო, თვალებიც ჩასისხლიანებული ჰქონდა. რომ დავინახე ბავშვია სეთ მდგოამრეობაში, ვუთხარი, ახლავე დავრეკავ, შენ ბავშვზე ძალადობ-ტქო და იმ ღამეს წავიდა. ორი კვირის წინ იძალადა ბოლოს. სხვა ბავშვებიც ჰყავს, ისინი ჩემთან იყვნენ, დედასთან არა". - ამბობს ბებია.
ექიმებიც ადასტურებენ, რომ 2 წლის ბავშვს სხეულზე დაუდგენელი წარმოშობის დამწვრობები და მუცლის ძლიერი ტკივილი აღენიშნება.
აღენიშნება ტკივილი და შებერილობა მუცლის არეში. ასევე დამწვრობა მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არესი. ბებიის თქმით, ეს დამწვრობები მიიღო ღუმელთან ურთიერთობისას, ბავშის მდგომარეობა საყურადღებოა", - ამბობს ექიმი.