მოსწავლეებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პედაგოგი, შესაძლოა, უდანაშაულოდ ცნონ - საქმე თავდაყირა დგება

23.02.23 20:56
მოსწავლეებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პედაგოგი, შესაძლოა, უდანაშაულოდ ცნონ - საქმე თავდაყირა დგება

საქმე, რომელიც პროკურატურას თავდაყირა დაუდგა.  უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული შესაძლოა 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ გამართლდეს. არ არის გამორიცხული, მოსწავლეებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პედაგოგი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოს. საქმეში ახალი ისეთი გარემოებები გაჩნდა, რომელმაც შესაძლოა  პროკურატურის მტკიცებულებები გააცამტვეროს.

ერთადერთი, რაც საქმეში იყო ორი 12 წლის გოგონას ჩვენება მასწავლებლის წინააღმდეგ. თუმცა ერთ-ერთმა ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ ის გამოძიებამ აიძულა პედაგოგი უმძიმეს დანაშაულში ემხილებინა. სწორედ ეს ჩვენებაა ახლა დაცვის მ მთავარი იარაღი სააპელაციო სასამართლოში.   სწორედ გოგონების ჩვენების საფუძველზე პირველმა ინსტანციამ მასწავლებელს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები