ფიზიკური ძალადობა, უროთი შემტვრეული კარი და ქუჩაში გამოყრილი ბავშვები - გიგაურების გამოსახლების უმძიმესი ამბავი

23.02.23 21:04
ფიზიკური ძალადობა, უროთი შემტვრეული კარი და ქუჩაში გამოყრილი ბავშვები - გიგაურების გამოსახლების უმძიმესი ამბავი

კიდევ ერთი ოჯახის შემზარავი ტრაგედია. გიგაურების მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლების უმძიმეს კადრებს "ტვ პირველის" მაყურებელი პირდაპირ ეთერში უყურებდა.  ფიზიკური ძალადობა, უროთი შემტვრეული სახლის კარი და ქუჩაში გამოყრილი მცირეწლოვანი ბავშვები  - ძალოვანები არავის ინდობდნენ.  ის ვინც ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია აღსრულების ბიურომ ხელბორკილები დაადო. 

ასე აღმოჩნდა ომის ვეტერანის  რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ. მევახშის მიერ დასაკუთრებული ბინა ოჯახისთვის ერთდაერთი თავშესაფარი იყო. დღეს დილით კი სახლი ძალოვანების ალყაში დახვდათ. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ გიგაურების ძალით გამოსახლებისა და ხალხის დაკავების შემდეგ ბინაში  არსებული ავეჯიც დაამტვრიეს.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები