ოსებს და ქართველებს აგინებდა - ახალი დეტალები სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტზე

08.05.21 13:13
ოსებს და ქართველებს აგინებდა - ახალი დეტალები სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტზე

სოფელ დიცში შეჭრილი ოკუპანტი ქართველებს და ოსებს აგინებდა - ამის შესახებ ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან. მათი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და საოკუპაციო ღობე ისე გაარღვია და სოფელში ისე შეიჭრა, რომ მისი შეჩერება ქართველ სამართალდამცავებს არც უცდიათ. დიცში შეჭრილ პირს რუსი სამხედროები გამოედევნენ.

ჟიგულით შემოვიდა, მთვრალი იყო, მარტო იყო, აგინებდა ოსებს და ქართველებს. ნახევარი საათი გაჩერდა", - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი ინციდენტი აღდგომის დღესასწაულზე სოფელ ხურვალეთშიც მოხდა,სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სოფლის მიმართულებით 4 პირი გადავიდა. მათ სასაფლაოზე მისვლა უნდოდათ, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები