ტურისტს ბარის თანამშრომლებმა თანხა და პირადი ნივთები წაართვეს - დაკავებულია 4 პირი

24.02.23 10:37
ტურისტს ბარის თანამშრომლებმა თანხა და პირადი ნივთები წაართვეს - დაკავებულია 4 პირი

თბილისში ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 41 წლის კაცს ბარის თანამშრომლები  ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ. 

უარის შემდეგ ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა თანხა და პირადი ნივთები.

"სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები