სასტიკი ძალადობა 2 წლის ბავშვზე - პოლიციამ მამა დააკავა
2 წლის შვილზე ძალადობის საქმეზე მამა დააკავეს. ახალგაზრდაა კაცს გამოძიება შვილის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.
სხეულზე მრავლობითი დამწვრობებითა და ჩაქცევებით ბავშვი გურჯაანიდან თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსში", გუშინ შეიყვანეს მცირეწლოვანს დამწვარი აქვს მუცელი და კიდურები. მცირეწლოვანის ბებია ამტკიცებს , რომ 2 წლის შვილზე სისტემატიურად ძალადობდა დედა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის დროს ბავშვს მუცელზე სიგარეტის დამწვრობის კვალი და სავარაუდო ძალადობისგან სახე ჰქონდა შეშუპებული.