458 ანგელოზი, დღუპული ბავშვების სახელებით! - სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან (ფოტოები)

24.02.23 11:47
458 ანგელოზი, დღუპული ბავშვების სახელებით! - სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან (ფოტოები)

უკრაინის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობის აქციას მართავენ - ადგილზე მიაქვთ უკრაინის დროშები და ყვავილები. 

სამოქალაქო აქტივისტებმა საელჩოსთან ბანერი გაშალეს, სადაც წერია, რომ "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა". ბანერზე ფოტოებით ასახულია ის მძიმე დღეები, რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ ამ ერთი წლის განმავლობაში გაიარა. 

ოფიციალური ინფპრმაციით პუტინის ომს უკრაინაში 458 ბავშვი ემსხვერპლა, სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე ხელნაკეთი ანგელოზის ფიგურები მიიტანეს, მათ იმ ბავშვების სახელები აწერიათ, რომლებიც ომში დაიღუპნენ. 

მსგავსი სიახლეები