ახალქალაქის მერიამ წყლის სისტემაზე 724 800 ლარი დახარჯა, თუმცა ხალხი წყალს ჭიდან იღებს

08.05.21 14:09
ახალქალაქის მერიამ წყლის სისტემაზე 724 800 ლარი დახარჯა, თუმცა ხალხი წყალს ჭიდან იღებს

ახალქალაქის მერიამ 724 800 ლარი დახარჯა პრობლემაზე, რომელიც ვერ მოაგვარა. წყლის სისტემის ხარვეზიან მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი წყალს  არა წყლის სისტემიდან, არამედ ჭიდან იღებს. 1 285 ოჯახს კი წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. მონაცემები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა.

ასევე აღსანიშნავია, რომ წყლის სისტემები გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით არ არის აღჭურვილი და წყლის ხარისხის შემოწმება არ ხდება.

მსგავსი სიახლეები