უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმშიც გაიმართება
უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართება, მონაწილეები და ორგანიზატორები აქიის დაწყებამდე 26 მაისის პარკთან მივიდნენ.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქციაზე იქნებიან უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც უკრაინის სოლიდარობის მიზნით, ქალაქში მსვლელობას გამართავენ.
აქციის თანამონაწილეები ამბობენ, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს:
"ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ომი და უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, კიდევ ერთელ ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ველოდებით უკრაინის გამარჯვებას, რადგან უკრაინის გამარჯვების გარეშე მსოფლიოში მშვიდობა ვერ დამყარდება. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ ყველა ბათუმელს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავდგეთ."- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
"დღეს პატივს მივაგებთ უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამით კიდევ ერთხელ იტყვის ბათუმი თავის სიტყვას, რომ დგას უკრაინელი ხალხის, ჭეშმარიტებისა და სიმართლის გვერდით."- აცხადებს აქციის მონაწილე