„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - სოლიდარობის აქცია იწყება

24.02.23 19:13
„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - სოლიდარობის აქცია იწყება

დედაქალაქის მთავარ გაზმირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე იწყება. მოქალაქეები, პოლიტიკუოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იკრიბებიან. 

აქციას შეუერთდდენ სტუდენტები და საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები. 

„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.  რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები