გელათის სარესტავარაციო სამუშაოებს საპატრიარქო იბარებს - წულუკიანის უწყება საკუთარ თავზე ფინანსურ მხარდაჭერას იღებს

25.02.23 11:30
გელათის სარესტავარაციო სამუშაოებს საპატრიარქო იბარებს - წულუკიანის უწყება საკუთარ თავზე ფინანსურ მხარდაჭერას იღებს

გელათის სარესტავარაციო სამუშაოებს  საპატრიარქო უხელმძღვანელებს, თეა წულუკიანის უწყება კი საკუთარ თავზე ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ  სპეციალური კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც უძველეს სამონასტრო კომპლექსში შემქნილ საგანგაშო ვითარებაზე არქიტექტორ-რესტავრატორებთან  ერთად მსჯელობდნენ. 

საქართველოს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო, ის იზიარებს ჩემს ინიციატივას, იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს დარესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე, სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს წამყვანი, მე მინდა ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში წარმატება ვუსურვო", - ამბობს თეა წულუკიანი. 

საკითხს ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეცდომების დრო აღარაა. 

მისივე თქმით, შეიქმნება პლატფორმა, სადაც გელათთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მეცნიერი კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს.

საპატრიარქო შეეცდება, შექმნას პლატფორმა, სადაც ყველა მეცნიერი დაინტერესდება გელათის პრობლემატიკით, საკუთარ კომპეტენტურ მოსაზრებას წარმოადგენს და მიზანი ისაა, რომ შემდეგი შეცდომა თავიდან ავირიდოთ, აღარ გვაქვს შეცდომის დაშვების რესურსი. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება ჩუბინაშვილიც, - მამა ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი სიახლეები