ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა - ბურჭულაძე იუნკერების გმირთა მემორიალთან მივიდა

25.02.23 11:20
ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა - ბურჭულაძე იუნკერების გმირთა მემორიალთან მივიდა

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დილიდან კოჯორში მიდიან. იუნკერების გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად ჩვენს საამაყო ფურცელს.  ჩვენი ახალგაზრდები 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. მათ შორის სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც აქ გამორჩეული გმირია- მაკარ ბურჭულაძე. ვამაყობ თითოეული ჩემი გმირით და ამ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან, - ჯუანშერ ბურჭულაძე. 

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დილიდაან კოჯორში მიდიან.

დღეს 25 თებერვალია, 102 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. ზუსტად 102 წლის წინ, ამ დღეს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად გამოაცხადეს. ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.  საბჭოთა ოკუპაციიდან საუკუნეზე მეტი გავიდა,  თუმცა დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტიი რუსეთს აქვს მიტაცებული.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 

მსგავსი სიახლეები