2 წლის შვილის ცემისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტი - მამას ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ
2 წლის შვილის ცემასა და სასტიკ მოპყრობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ახლაგაზრდა კაცს ბრალით დადგენილებას რამდენიმე საათში გააცნობენ. მოზარდი, რომელიც მძიმე დაზინებებით ჯეო ჰოსპიტალსში მკურნალობს, ამ დრომდე რენიმაციულ ბლოკში რჩება. არასრულწლოვან პაციენტს აღენიშნება სილურჯეები, სისხლჩაქცევები და მუცელში სითხე აქვს ჩამდგარი.
"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა, იგეგმება ასევე კვლევების გაღრმავება და კონტროლი. ამ ეტაპზე ანემია კორეგირებულია. ვნახოთ, გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ბავშვს რაიმე ჩარევა დინამიკაში. ჯერ ველოდებით პაციენტის დასტაბილურებას. მოტეხილია ქვედა ყბა, რომელსაც ესაჭიროება ჩარევა და დინამიკეაში უნდა დაიგეგმოს ეს პროცედურა" - ამბობს მცირეწლოვნის ექიმი.
ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი რამდენიმე თვის განმავლობაში მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ირკვევა ისიც, რომ მოზარდს 2 თვის განმავლობაში ხელი ჰქონდა მოტეხილი და არ ჩატარებია არანაირი სამედიცინო დახმარება.