უკრაინის სოლიდარობის აქცია ნიუ-იორკში და თაიმ სქვერზე გასული ქართველი ემიგრანტები

25.02.23 12:17
უკრაინის სოლიდარობის აქცია ნიუ-იორკში და თაიმ სქვერზე გასული ქართველი ემიგრანტები

უკრაინის სოლიდარობის აქცია ნიუ-იორკშიც გაიმართა. თაიმ სქვერზე ქართველი ემიგრანტები უკრიანის მოქალაქეებთან ერთაად შეიკრიბნენ. 

ემიგრაციაში წასულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს პუტინის აგრესია და ომში მყოფ ქვეყანას ამერიკიდან გამარჯვება უსურვეს.

ვამაყობ, როდესაც უკრაინულ დროშებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ქართულ დროშას, ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს, რომლებიც ქართული მთავრობისგან განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ და ვეუბნებით ყველას, დიახ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები