მამა, რომელიც 2 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

26.02.23 11:43
მამა, რომელიც 2 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მამა, რომელიც 2 წლის შვილზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული ბრალს აღიარებს. 36 წლის კაცმა სასმართლოს დეტალურად მოუყვა, როგორ უსწორდებოდა თვეების განმავლობაშ საკუთარ შვილს ფიზიკურად. 

აღიარების მიუხედავად, ადვოკატი პროცესზე გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში გაუშვა. 

ბრალდებულმა ძალადობრივი ქმედება განახორციელა საკუტარი მცირეწლოვანი, 2 წლის ასაკის შვილის მიმართ. აღნიშნული შედეგად მცირეწლოვანმა მიიღო მძიმე დაზიანებები, მოტეხილობები, სხეულის დასხვადასხვა დაზიანებები, რის გამოც ის 23 თებერვალს გადაყვანილი იქნეა საავადმყოფოში, სადაც დღემდე გადის მკურნალობას. მხარემ მიმართა სასამართლოს პატიმრობის შაუმდგომლობით.  ვითხოვდით მის პატიმრობას, ვინაიდან მაღალი იყო იმის რისკი, რომ ბრალდებულის მხრიდან გაგრძელებულიყო დანაშუალებრივი საქმიანობა, ასევე, ზეწოლა მოწმეებზე. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულს შეუფარდა აღკვეთის ღონისძების სახით დაპატიმრება, - ტქვა პროკურორმა შოტა სარიამ. 

შვილზე ძალადობის ბარლდებით დაკავებულ კაცს ბრალი ტავდაპირველად სსკ-ს 126 მუხლით წარედგინამ თუმცა შემდეგ ბრალი დაუმძიმდა და ამჟამად მას 13 წალმდე პატიმრობა ემუქრება. გამორიცხული არ არის, რომ 36 წლის კაცს ბრალი უფრო დაუმძმდეს, რადგან სასამართლო ახლა ბავშვის ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.  

მსგავსი სიახლეები