კომპანია "საირმე" გაფიცულ მუშებს სასამართლოში უჩივის

26.02.23 12:06
კომპანია "საირმე" გაფიცულ მუშებს სასამართლოში უჩივის

"საირმე" გაფიცულ მუშების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აანონსებს. საწარმო საკუთარ თანამშრომლებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა  და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროფესიული კავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე, რომელიც უკვე ორი კვირააა გაფიცულ მუშებთან ერთად იმყოფება,  პროვოკაციებს აწყობს და  დეზინფორმაციას ავრცელებს.

ზუსტად 14 დღე შესრულდა, მას შემდეგ, რააც საწარმოს ათობით  მუშა პროტესტის რეჟიმშია გადასული.  დასაქმებულები შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასებიც მატებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები