პერფორმანსი კანცელარიასთან - "ევროპულმა საქართველომ" ადგილზე კრემლის მაკეტი დალეწა

26.02.23 12:15
პერფორმანსი კანცელარიასთან - "ევროპულმა საქართველომ" ადგილზე კრემლის მაკეტი დალეწა

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წლის თავზე პარტია "ევროპულმა საქართველომ" კანცელარიასთან აქცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან გიგა ბოკერიას მხარდამჭერებმა კრემლის მაკეტი მიიტანეს და დალეწეს.

აქციის მონაწილეების აზრით, საქართველოს მთავრობის განცხადებები საბჭოთა ოუკუპაციიდან ერთი საუკუნის თავზე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია, რადგაან ფიქრობენ, რომ საქართველოში მმართვის სადავეები ხელში პრორუსულ ხელისუფლებას აქვს ჩაგდებული.

ევროპული საქართველოს გარდა აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ტაბულა", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება" და "თავისუფლების ინსტიტუტი".

მსგავსი სიახლეები