ხელისუფლება ბადრი ესებუას არჩადენილი დანაშაულისთვის სჯის - ადვოკატები
„სახელმწიფო სჯის ბადრი ესებუას დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია," - ამის შესახებ საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატები აცხადებენ. ინტერესების დამცველები ირწმუნებიან, რომ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებულ ესებუას განსხვავებული აზრის გამო დევნიან და რეალურად, ის დამნაშავე არ არის.
იურისტებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს და თქვეს, რომ დაკავების მომენტში სპეცდანიშნულების რაზმმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
ინტერესები დამცველები ირწმუნებიან, რომ ბადრი ესებუას უფლებები სასამართლოშიც ირღვევა. ყველაზე ცნობილ მძარცველად გამოცხადებულ მამაკაცსს არ მისცესს უფლება მისი სისხლის სამართლს საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.
ბადრი ესებუამ თავისი პროტესტი დააფიქსირა სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის იდევნებოდა ამის გამო და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. თუ რატომ გაათავისუფლეს, თქვენს შეგიძლიათ მოიკითხოთ, მაგრამ ფაქტი გახლავთ ის, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო იდევნებოდა. მასთან მივიდნენ არაერთხელ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეეკავებინა. დანარჩენი, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს გახდება საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში ცნობილი, - ამბობს ადვოკატი ნიკა მემანიშვილი.
ადვოკატები ამბობენ, რომ 43 დაზარალებულიდან ესებუას ხელს არავინ ადებს, ამიტომ მათ გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვთ.
გამამტყუენებლი განაჩენის შემთხვევაში ტერორისტად გამოცხადებულ ესებუას 15 წალმდე პატიმრობა ემუქრება.