უხარისხოდ ჩატარებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გორში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გორში უხარისხოდ მიმდინარეობს. მრავალსარულიან კორპუსებში აივნები ისე გადახურეს, რომ უამინდობის დროს ბინებში წყალი ჩადის.
ადგილობრივებმა ამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში ხარვეზების გამოსწორება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. მშენებელი ხალ ხსმერიაში ამისამართებს, გორის მერია კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რეგიონებში კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ულისხმობს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო.
როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს აივანზე. ისე გააკეთეს ეს გადახურვა, რომ მაღლითა გადახურვა, ჭერი, პირდაპირ შემოდის ამ შემოღობილ "ბალკონში" წყალი. შეცდომით არის, მოკლეა გაკეთებული ეს გადახურვა და ახლა ვთხოვ, რომ ცოტა რამე წაუმატეთ, რომ წყალი გადმოვიდეს გარეთ, რომ არ ჩავიდეს დაბლა. მეზობელთან ჩადის მერე ისევ ეს წყალი, ჩვენ ისევ უთანხმოება გვაქვს მერე. ამაზე დავიდვარ, რამდეჯერ მოვედი და ახლა მეუბნებიან, რომ მერიაში წადით, იქ გაგცემენ პასუხსო, - ამბობს ადგილობრივი.