უგუნურმა ევროდეპუტატებმა "გადაგვაგდეს" და აგრესორ რუსეთს მიგვყიდეს - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებზეა გაბრაზებული. სასულიერო პირმა უცხოელი პოლიტიკოსები საკვირაო ქადაგებაში გააკრიტიკა და მათ უგუნურები უწოდა.
ევროპარლამენტს მღვდელი მიუღებლად მიიჩნევს იმ რეზოლუციებს, სადაც ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული და მის დასანქცირებას ითხოვენ.
სინოდის გავლენიანი წევრი იმეორებს, რომ "საქართველო გარედან რჩევებს ვერ მიიღებს".
გამოდიან ღრმადპატივცემული ევროპარლამენტარები და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას... ფაქტობრივად, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის... სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, არცერთი, ამ შემთხვევაში. მე ვხედავ, რომ გამყიდეს იმათმა აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს... გვკითხეს ქართველებს ჩვენ რა გვჭირდება და რა არა? თავისას რომ მიწესებ, მერე ჩვენგანაც წამოვა. უგუნურ კანონს რომ მიიღებ რაღაცას, უგუნური განზრახვა რომ გექნება ჩემი მისამართით, ჩემგანაც წამოვა შესაბამისი რაღაცა. მერე არ უნდა გიკვირდეს, რომ ვირაცეები, შეიძლება, აგენტებად მონათლონ. ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდება, ის ხომ ცოტა ადამიანი იქნება, ხომ? ეს ადამიანები არიან, ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან. ცოტა ხნის წინ რუსეტში რომ ჩივიან, მოსკოვში რომ გვიჩიოდნენ, - თქვა მეუფე იაკობმა.