სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
უწყების ინფორმაციით,მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე 11 აპრილს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.