"საირმის" გაფიცული თანამშრომლები გზის გადაკეტვას აანონსებენ
პროტესტის მე-14 დღეს "საირმის" გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის ადმინისტრაციას ულტიმატუმი წაუყენეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ცენტრალური გზა გადაიკეტება.
გაფიცულები პრობლემის მოსაგვარებლად პროცესებში ამჯერად მთავრობის ჩართულობას ითხოვენ. ისინი პასუხს ერთი საათის განმავლობაშ ელოდებიან,რის შემდეგაც ულტიმატუმს ვადა ამოიწურება.
აქციის მონაწილეები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
დღე და ღამე აქ ვართ, გვინდა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ელემენტალურად გვინდა ცოტა ხელფასის მომატება, იმიტომ, რმ ღამის ცვლას სხვანაირი ხელფასი უნდა ჰქონდეს. მედიაცია გვყავდა ჩართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დონეზე იყო ყველაფერი და შეთანხმება ვერ მოხდა, - ამბობს აქციის მონაწილე.