ახალი რეგულაციები ტაქსებისთვის - მძღოლებს ლიცენზიის აღება მოუწევთ

26.02.23 16:09
ახალი რეგულაციები ტაქსებისთვის - მძღოლებს ლიცენზიის აღება მოუწევთ

ახალი რეგულაციები ტაქსებისთვის - მძღოლებს შესაძლოა, მგზავრებთან კომუნიკაციის უნარები გაუკონტროლონ და ქალაქის გზების ცოდნა მოსთხოვონ.  ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრლიდან იწყება.

ცვლილებებია ნებართვების გაცემაზეც. ტაქსის ლიცენზიის მიღების შემდეგ, მათ აღნიშნული ლიცენზიის გაქირავება ან გაყიდვა შეეძლებათ. 

ტაქსის მძღლების გარდა, ლიცენზიის აღებას კერძო პირები და იურისტებიც შეძლებენ. 

ფასიან ლიცენზიად იქცევა ტაქსის ლიცენზია ანუ ტაქსის მძღოლებს ის შეუძლიათ გამოიყენონ, გაასხვისონ, გააქირაონ, თუნდაც გააჩუქონ, ოჯახის წევრს მემკვიდრეობით გადაეცეს, ანუ ეს ფასიანი ქარალდი იქნება მათთვის როგორც შემოსავლის წყარო. 20 მარტამდე ხდება ამ შესაძლებლობის გამოყენება და შეძენა, შემდეგ უკვე, პრაქტიულად, ლიმიტირებული ხდება ასეთი ტიპის ნებართვები ბაზარზე. ტაქსის მძღოლების გარდა ასეთი ფასიანი ქაღალდი შეიძლება სხვამ შეიძინოს, ვისაც უნდა ამ სფეროში ბიზნესის წარმოება, თუმცა აქ არის გარკვეული შეზღუდვები, გარკვეული გადასახადი. ასევე, ერთ პირს შეუძლია ერთი ასეთი ფასიანი ქაღალდი შეიძინოს, - ამბობს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის"  თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

ახალი რეფრომა ტაქსის მძღოლების დიდ ნაწილს მოსწონს, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციის შემოტანა საჭირო არ იყო. ნაწილი მათგანი კი ამბობს, რომ ლიცენზიის საჭიროებასა და მის გამოყენებაშ ვერ გაერკვა. 

მსგავსი სიახლეები