"ქვეყნის ძარცვა და ჯარისკაცების აბუჩად აგდება" - გენერალი ყურაშვილი თავდაცვის უწყების ხარჯებზე
თავდავის უწყების გაუმართლებელ ხარჯებს გენერალი მამუკა ყურაშვილი ჯარისკაცების აბუჩად აგდებად მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას ძარცვავს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
უნდათ, რაც შეიძლება მეტად გაძარცვონ ქვეყანა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა ფეხზე ვეღარ დააყენოს, ეს არის მთავარი ამოცანა. ტელეფონით და სასმელით ალბათ ფიქრობენ, რომ ყანჩავეთის გადასახვევიში დახვდებიან ბურიატებს და ქრთამს მისცემენ და ისინი გადაიფიქრებენ აგრესიას საქართველოზე. ალბათ ასეთ პრიმიტივებთან გვაქვს ჩვენ საქმე და სხვანაირად ამას ვერ შევაფასებთ.ჩ ვეულებრივი ძარცვაა ბიუჯეტის და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვის სამინისტრომ. ყოვლად მიუღებელია ასეთი ფაქტები. ეს არის სიხარბის გამოვლინება, არანაირი შეხება ამას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან არ აქვს იმ გამოწვევებთან, რასთანაც დღეს საქართველო იმყოფება და ეს არის აბუჩად აგდება ჯარისკაცის, ყველა იმ სამხედრო პირის, რომელიც იძლებულია გაიქცეს საქართველოდან და ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უნდა იყვნენ მოტივირებულები იმისთვის, რომ სამშობლოს ემსახურონ, მაგალითი იმისთვის, რომ იძარცვება ქვეყანა და არის ასეთ გაუბედურებულ დღეში, - ამბობს მამუკა ყურაშვილი.
თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება უწყების გადამალულ დოკუმენტებს, რომელიც ექსკლუზიურად ნოდარ მელაძის შაბათის გუნდმა მოიპოვა.
ირკვევა, რომ თავდავის უწყება ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. დოკუმენტის თანახმად ბურჭულაძის უწყება ფულს არაყში, ღვინოში, კონიაკსა და ბოლო მოდელის აიფონებში ხარჯავს.
ამის მიუხედავად, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე საბუთები არ ატვირთეს.