საქართველოში უძრავი ქონების ფასი რეკორდულად იზრდება - მიზეზი რუსების მასობრივი შემოდინებაა
საქართველოში უძრავი ქონების ფასები რეკორდული სისწრაფით იზრდება. მხოლოდ იანვარში ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით გაიზარდა. დიდია მოთხოვნა თბილისშიც. დედაქალაქის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 14%-ით გაიზარდა, ცენტრში კი 13 %-ანი ზრდაა.
ეკონომისტები უძრავ ქონებზე ფასების ზრდის მთავარ მიზეზად ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ასახელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი გაიზარდა 10%-ით, რაც თავისთავად მაჩვენებელია იმის, რომ საქართელოშ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არის მზარდი. აღნიშნული მოთხოვნა გამოიწვია ცალსახად რუსთ-უკრაინის ომმა და რუსეთიდან შემოსულმა საემიგრაციო ნაკადებმა. გაზრდილი მოთხოვნა თვაისთავად პირდაპირ კორელაციაშია ფასებთან ზრდასთან, ვინაიდან მოთხოვნა უკვე ბაზარზე რაღაც დოზით აჭარბებს მიწოდებას ანუ უძრავი ქონების არსებულ რაციონს, შესაბამისად, ფასები მიმდინარე მოთხოვნის და მიმდინარე სამუშაოების წარმოების ხარჯების გათვალისწინებით კვლავ გაიზრდება და 2023 წლის შემოდგომაზე ველოდებით საშუალოდ 18 -დან 20%-მდე ფასების ზრდას უძრავ ქონებაზე, - ამბობს ოთარ აბესაძე.
ამავე აზრზს იზიარებს ოპოზიციაც. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ რუსების მხრიდან ბინებზე მოთხოვნის გაზრდა, პირველ რიგში, საქართელოს მოქალაქეებს აზარალებს.
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გაივსო ქვეყანა რუსეთით, გაივსო ოკუპანტებით და შესაბამისად, როდესაც გაიზრდა მოთხოვნა მათი მხრიდან ბინებზე, ავარდა ფასები. ამ ყველაფრით ზარალობს ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც ბანკებმა წაართვა სახლები, რომელსაც საკუთარის ახლი არ გააჩნია თბილისში, - ამბოლბს ირაკლი ნადირაძე.