ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი - ღარიბაშვილმა ვეტერანებს მიულოცა

09.05.21 11:12
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი - ღარიბაშვილმა  ვეტერანებს მიულოცა

პრემიერმა  ღარიბაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი გმირ ვეტერანებს მიულოცა. ადგილზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც.
 

დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა.მე მინდა, მათ წინაშე, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა დავადასტურო და ქედი მოვიხარო ასევე მათ მიმართ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრადიციული ღონისიძიებები ვაკის პარკის ნაცვლად, კიკვიძის პარკში იმართება.

1945 წელს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მას შემდეგ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები