"ვბრუნდებით ბოლშევიკურ რუსეთში" - პარლამენტთან რუსული კანონის მიღება გააპროტესტეს

27.02.23 15:54
"ვბრუნდებით ბოლშევიკურ რუსეთში" - პარლამენტთან რუსული კანონის მიღება გააპროტესტეს

პარლამენტთან  მოქალაქეებმა საშიში რუსული  კანონის მიღება გააპროტესტეს. ერთ-ერთი ვინც საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევა მოსთხოვა, აკია ბარბაქაძე იყო. შეკრებილების თქმით, ხალხი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის საფრთხეზეა საუბარი.  პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს აშორებენ ევროკავშირს და რუსეთთან აერთიანებენ.

ამ კანონის მიღებით ჩვენ ვბრუნდებით ბოლშევიკურ რუსეთში, ჩვენ ვბრუნდებით ფაშიზმში და ნაციზმში. ეს არის კანოლნი აგენტობის შესახებ, რომელიც ჰკლავს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, ის კლავს განსხვავებულ აზრს"- თქვა ბარბაქაძემ. 

მსგავსი სიახლეები